...

...

суббота, 19 октября 2013 г.

კიდევ ერთი წარმატებული პროექტი: ,,პირველი ნაბიჯი’’

საინერესო ინფორმაცია:  http://www.youtube.com/watch?v=1J9KDOHGr-8

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინტეგრაცია,  სოციალურ პირობებთან შეგუება მოიცავს ხანგრძლივ პროცესს, რომელსაც თან მოჰყვება საზოგადოებაში მთელი რიგი პრობლემები, ბარიერები,  ცრუ შეხედულებები, უარყოფითი დამოკიდებულება და  ნეგატიური მიდგომები. ბუნებრივია, ჩვენს თემშიც მწვავედ იდგა ეს პრობლემა, რაც  გამოწვეულია იყო იმით, რომ  საზოგადოება ნაკლებად ფლობდა ინფორმაციას   შშმ პირთა  შესახებ.  
2012 წლის მარტში გელათში  ჩატარებულმა კვლევამ (ავტორები: ელისო მაწკეპლაძე და ასმათ დათიაშვილი) ცხადყო, რომ სათანადო ინფორმაციის არქონის გამო  ადამიანები შიშობენ, რომ  შეზღუდულობა გადამდებია და შეიძლება დეპრესიაც გამოიწვიოს,  მათი უმრავლესობა არაკეთილგანწყობილი იყო შშმ პირთა მიმართ, ისინი ცდილობდნენ არასასურველი კონტაქტების თავიდან აცილებას, მიიჩნევდნენ, რომ შშმ მოსწავლემ არ უნდა ისწავლოს ზოგადასაგანმანათლებლო სკოლაში და ა.შ.
რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ  ფლობდა შესაბამის ინფორმაციას,  ადამიანებს უჭირდათ  შშმ პირების მიღება, რაც, ბუნებრივია, ხელს უშლიდა  ასეთი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას.
როცა არაკომერციულმა ორგანიზაციამ ,,ადამიანი გაჭირვებაში’’ გამოაცხადა საგრანტო კონკურსი, გელათის საჯარო სკოლაში შევიკრიბეთ საინიციატივო ჯგუფის წევრები  და გადავწყვიტეთ,  შეგვექმნა  პროექტი, რომლის მიზანი იქნებოდა  თემში შშმ ადამიანთა შესახებ ინფორმაციის გავრცელება. პროექტი დაფინანსდა 1000 ლარით, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით პინის წარმომადგენლებს, ნანა ყურაშვილსა და სოფია გოდუაძეს,  და ხორციელდებოდა  5 თვის განმავლობაში.  მის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთნენ  სკოლის მოსწავლეები და 10 მასწავლებელი.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: ჩატარდა ტრენინგები გელათის, კურსების, ორპირის  საჯარო სკოლებში, ტრენინგის მონაწილეებმა ნახეს ფილმები:,,როგორ ინგრევა კედელი’’, ,,სიყვარულის შესახებ’’, გამართეს დისკუსიები თემაზე: ,,ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით’’.   მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, დაბეჭდეს და გაავრცელეს  ბუკლეტები, ჩაატარეს აქცია, რომელშიც მონაწილეობა  მიიღეს სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა. აღნიშნულ აქციაში მონაწილეობას იღებდნენ  სკოლის შშმ მოსწავლეებიც.
პროექტი წარმატებით განხორციელდა. ჩვენი თემის წარმომადგენლებს შეეცვალათ შეხედულებები, მათი უმრავლესობა უკვე კეთილგანწყობილია შშმ პირთა მიმართ, ისინი ცდილობენ  ასეთ  ადამიანებთან  კონტაქტების დამყარებას,  მიიჩნევენ, რომ  საზოგადოებამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს შშმ პირთა შესაძლებლობები და ა.შ.

გელათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და
ლიტერატურის მასწავლებელი, ელისო მაწკეპლაძე





პროეტის სახელწოდება     ,,პირველი  ნაბიჯი’’



პროექტის ხანგრძლივობა:   5 თვე                                                                       პროექტის ბიუჯეტი: 1000

ქალაქი, სადაც  განხორციელდება პროექტი:ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სოფელი გელათი


ინფორმაცია ჯგუფის ლიდერზე
სახელი
ელისო მაწკეპლაძე
დაბადების თარიღი
29/03/1977

მისამართი
ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სოფელი გელათი, მე-5 ქუჩა #5
ლ. ფოსტის მისამართი
gelati.1@gmail.com
ტელეფონის ნომერი
+995 591 643 695
პირადობის ნომერი
41001000930

აღწერეთ პრობლემა, რომელზეც აპირებთ მუშაობას
დაახასიათეთ პრობლემა და დაასაბუთეთ თემში პროექტის საჭიროება. სასურველია მიუთითოთ, თუ როგორ გამოიკვლიეთ პრობლემა (კვლევა, ინტერვიუ, სხვა).  

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინტეგრაცია, შეგუება სოციალურ პირობებთან მოიცავს ხანგრძლივ პროცესს, რომელსაც თან მოჰყვება მთელი რიგი პრობლემები, ბარიერები,  ცრუ შეხედულებები, უარყოფითი დამოკიდებულება და  ნეგატიური მიდგომები.  ჩვენ ვთვლით, რომ ზოგიერთ მათგანს იწვევს საზოგადოების  ნაკლებინფორმაციულობა    აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
გელათის საჯარო სკოლას ჰყავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  ბავშვები, რომლებსაც ახასიათებთ სმენადაქვეითებულობა, გონებრივი ჩამორჩენა, ფსიქიკური განვითარების შეფერხება, ჰიპერაქტიულობა  და მეტყველების პრობლემები. 
2012 წლის მარტში სკოლაში  ჩატარებულმა კვლევამ (ავტორები: ელისო მაწკეპლაძე და ასმათ დათიაშვილი) ცხადყო, რომ სათანადო ინფორმაციის არქონის გამო  მშობელთა 16% შიშობს, რომ  შეზღუდულობა გადამდებია და შეიძლება დეპრესიაც გამოიწვიოს,  44 %-ს ეცოდება შშმ ადამიანები და არ იშურებენ მათ მიმართ სიბრალულის გამომხატველ ფრაზებს (რაც ხშირად ამცირებს ადამიანის ღირსებას), 8%  არაკეთილგანწყობილია შშმ პირთა მიმართ, ისინი ცდილობენ არასასურველი კონტაქტების თავიდან აცილებას, (რაც შეიძლება შშმ პირის ღრმა დეპრესიის მიზეზიც გახდეს).   22% თვლის, რომ ,,უნარშეზღუდული’’ ადამიანებისათვის აუცილებელია მხოლოდ სიტყვიერი ან ფინანსური დახმარება. 10% მიიჩნევს, რომ ასეთი ადამიანები გადამეტებული ყურადღების ქვეშ უნდა მოექცნენ,  (რაც იწვევს იმას, რომ შშმ პირები ვეღარ ახდენენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას), ბენეფიციართა 62%  მიიჩნევს, რომ შშმ მოსწავლემ არ უნდა ისწავლოს ზოგადასაგანმანათლებლო სკოლაში, გამოკითხულთა 38% თვლის, რომ ინკლუზიური განათლების დანერგვისა და განხორციელების პროცესში უნდა ჩაერთონ მხოლოდ მასწავლებლები და ფსიქოლოგები...
რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ  ფლობს შესაბამის ინფორმაციას,  ადამიანებს უჭირთ შშმ პირების მიღება, რაც, ბუნებრივია ხელს უშლის ასეთი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას.









რა არის პროექტის მიზანი?
რას გინდათ მიაღწიოთ? რა სახის ცვლილებებს ელოდებით თემში პროექტის განხორციელების შემდეგ?

ენი პროექტის მიზანია, გადავდგათ პირველი ნაბიჯი და საზოგადოებას (თემს) მივაწოდოთ ინფორმაცია (კანონმდებლობა...) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირების შესახებ,  რაც ხელს შეუწყობს შშმ პირთა  საზოგადოებაში ინტეგრაციას.





პროექტის კონკრეტული საქმიანობები.
აღწერეთ პროექტი და დეტალურად გადმოეცით პროექტის თითოეული საქმიანობა.
სკოლის მასწავლებლებისა და მეცხრე-მეთორმეტე კლასელების  თაოსნობით მოხდება  მშობლებისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის დაინტერესება შშმ პირთა  მიმართ.


 საქმიანობა  1 : მოაწყობენ აქციას ,,ვიცხოვროთ  ერთად’’  


საქმიანობა  2: შექმნიან და დააარიგებენ ბუკლეტებს, რომელშიც კარგად იქნება ასახული ყველა ის
                        საკითხი, რაც  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უკავშირდება.

საქმიანობა  3:  სკოლის სხვა მოსწავლეებს, მოწვეულ სტუმრებს აჩვენებენ ფილმებს, სოციალურ
                         რგოლებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით

საქმიანობა  4: ფილმებისა და ვიდეო რგოლების ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

საქმიანობა  5: მოსწავლეებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს  ტრენინგს ჩაუტარებენ  მასწავლებლები: ელისო მაწკეპლაძე და ასმათ დათიაშვილი.


ectives: Concrete steps of activities

 პროექტი როგორ  შეუწყობს  ხელს  აქტიურ მოქალაქეობას და ახალგაზრდების ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში?

ასახეთ ადგილობრივი თემის საჭიროებები ( ინიციატივამ  ხელი უნდა შეუწყოს არა მარტო პროექტის განმახორციელებელ ჯგუფს არამედ   მთელ თემს)
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს
1.      საზოგადოებას (გელათის თემი), დაამსხვრიოს  ცრუ შეხედულებები, რომლებიც  თან სდევს შშმ ადამიანების არსებობას საზოგადოებაში.
2.      შშმ პირებს, მათ ასეთუისე ნაკლებად პრობლემური, ,,მზა გარემო’’ დახვდებათ ადაპტაციისათვის.
3.      სკოლის  მოსწავლეებს,  ჩამოუყალიბდებათ სოციალური უნარ-ჩვევები,  აუმაღლდებათ სოციალური ცნობიერება, გაუმჯობესდება მოსწავლეთა შორის ურთიერთდამოკიდებულება.
4.      მასწავლებლებს, რომლებიც იგრძნობენ საზოგადოების მხარდაჭერას  და  გაეზრდებათ მოტივაცია, რათა მეტი განათლება მისცეს თავისი უნარებიდან გამომდინარე შშმ მოსწავლეებს.





მოსალოდნელი შედეგები
მოსალოდნელი შედეგები წარმოადგინთვისობრივად და რაოდენობრივად: (რამდენი ადამიანი იქნება ჩართული? რამდენი ტრენინგი ჩატარდება? და ა.შ.
პროექტში ჩაერთვება  5 პედაგოგი,  60 მოსწავლე,  საზოგადოების წარმომადგენლები (მათ შორის 60 მშობელი)
სულ  6 -ჯერ გაიმართება ფილმის ჩვენება, 6-ჯერ ჩატარდება ტრენინგი

ჩვენი აქტივობების შესაბამისად საზოგადოება გახდება ინფორმირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირების შესახებ, მარტივად გადაიჭრება მაინც ნაწილი  პრობლემებისა, დაიმსხვრევა ბარიერები,  ცრუ შეხედულებები, უარყოფითი დამოკიდებულება და  ნეგატიური მიდგომები. უფრო უმტკივნეულოდ მოხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინტეგრაცია.





პროექტის სიცოცხლისუნარიანობა  (განვითარების გეგმა)
პროექტის დასრულების შემდეგ როგორ აპირებთ პროექტით მიღებული შედეგების შენარჩუნებას?  როგორ აპირებთ პროექტის გაგრძელებას დაფინანსების შემდეგ?

მოსწავლეების ინიციატივით, ყოველი სასწავლო წლის დასასრულს (15 მაისიდან 20 მაისამდე) მოეწყობა კვირეული  ,,ვიცხოვროთ ერთად’’, რომლის დროსაც სკოლაში დაიგეგმება და განხორციელდება ისეთი აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირებას შშმ პირებთან დაკავშირებით, მოეწყობა ერთობლივი  ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სკოლის შშმ მოსწავლეებიც.






პროექტის განმხორციელებელი ჯგუფი
ვინ იქნება ჩართული პროექტის განხორციელებაში? მათი ვინაობა, პროფესია და გამოცდილება პროექტების განხორციელების კუთხით? ვინ რაზე იქნება პასუხისმგებელი?

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებენ:
1.    ელისო მაწკეპლაძე -  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, პროექტის კოორდინატორი, ფილმებისა და რგოლების ჩვენებაზე პასუხისმგებელი პირი, ტრენერი
2.    ასმათ დათიაშვილი - ინგლისური ენის მასწავლებელი, ტრენერი
3.    იაგო ჭურაძე - ისტორიის მასწავლებელი, საინფორმაციო მხარდამჭერი, აქციისა და დისკუსიის  წარმართვაზე პასუხისმგებელი პირი
4.    ხათუნა კაპანაძე - ბიოლოგიის მასწავლებელი , საინფორმაციო მხარდამჭერი, ბუკლეტების შექმნასა და გავრცელებაში დაეხმარება მოსწავლეებს
5.    სალომე ლომთაძე - გერმანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, საინფორმაციო მხარდამჭერი, ბუკლეტების შექმნასა და გავრცელებაში დაეხმარება მოსწავლეებს


          პროექტის განხორციელებაში დიდ წვლილს შეიტანენ (აქციას მოაწყობენ, ბუკლეტებს შექმნიან და გაავრცელებენ გელათის საჯარო სკოლის IX-XII კლასის მოსწავლეები, მათ შორის შშმ მოსწავლე, რომელიც ფირზე ასახავს პროექტის მიმდინარეობას.
            პროექტის განხორციელებას მონიტორინგს გაუწევს სკოლის ბუღალტერი - ცისანა ონიანი, დაწყებითი საფეხურის მშობელი - ეკატერინე ჩხიკვაძე.

















ბიუჯეტი
ბიუჯეტის აღწერილობა შეგიძლიათ შეცვალოთ პროექტის საჭიროებების მიხედვით
აღწერა
ერთეულის ღირებულება
რაოდენობა
სულ
ღონისძიების ხარჯები (ტრენინგი+ალაუშეტი)
50
50
6
6
300
300
საკანცელარიო:  
 1. ქსეროქსის ფურცლები
8
1
8
2. დიდი ფურცლები (ტრენინგისათვის)
8
3
24
კატრიკის დამუხტვა
25
1
25
3. მარკერი
2
6
12
4.    ბლოკნოტი
2
60
120
5.    პასტა
0,2
70
14
6.    ბუკლეტი
3
60
180
7.    საქაღალდე
4
2
8
8.    პატარა ფურცლები
3
3
9
თქვენი კონტრიბუცია


0
კომპიუტერი
309.54
1
309.54
ფოტოაპარატი
280
1
280
პროექტორი
880
1
880






სულ:
2469.54
სულ

ANNEX C / დანართი გ

Narrative Report/თხრობითი ანგარიში   

Project/ პროექტის დასახელება: ,,პირველი ნაბიჯი’’               Location/მდებარეობა: ტყიბული, სოფელი გელათი

Group leader/ჯგუფის ლიდერი:    ელისო მაწკეპლაძე           Duration/ხანგძლივობა: 5 თვე

Dates/თარიღი:    13/03/2013 


Date/თარიღი


Activities/აქტივობები

Results/შედეგები

Comments/შენიშვნა




24/01/2013



სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების  საჯარო სკოლა -  ტრენინგი, ფილმის ,,როგორ ინგრევა კედელი’’ ჩვენება, დისკუსია


სკოლის 23 მოსწავლე  და 10 მასწავლებელი აქტიურად ჩაერთო ტრენინგის მსვლელობაში, ტრენინგი ჩაატარა ასმათ დათიაშვილმა.  ნახეს ფილმი, გამართეს დისკუსია  შშმ პირთა შესახებ.
                   
                                          მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, რომ შშმ პირებისათვის უმთავრესია თანაგრძნობა


18-22/02/2013


ტრიპლეტებისათვის მოძიებული მასალების პრეზენტაცია/დახარისხება



საინიციატივო ჯგუფის თაოსნობით მოხდა მოძიებული მასალების პრეზენტაცია/დახარისხება. შეიქმნა ტრიპლეტის ასლი

დაგეგმეს, რომ დახარისხებული ინფორმაცია ასმათი მასწავლებლის დახმარებით ეთარგმნათ ინგლისურადაც და ტრიპლეტში ინფორმაცია ორ ენაზე მოეთავსებინათ.


04-11/03/2013

ტრიპლეტებისა და ბანერების დაბეჭდვა



ტრიპლეტების დიზაინით კმაყოფილნი დარჩნენ საინიციატივო ჯგუფის წევრები

07/03/2013

სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის   საჯარო სკოლა - ტრენინგი, ფილმის ,,როგორ ინგრევა კედელი’’ ჩვენება, დისკუსია

სკოლის 23 მოსწავლე  და 2 მასწავლებელი აქტიურად ჩაერთო ტრენინგის მსვლელობაში. ნახეს ფილმი, გამართეს საინტერესო დისკუსია  შშმ პირთა შესახებ.
ო 23 მოსწავლე      სკოლის მოსწავლეები უფრო   მეტად იყვნენ ინფორმირებული აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
11/03/2013
სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის    საჯარო სკოლა ფილმის ,,სიყვარულის შესახებ’’ ჩვენება, დისკუსია
სკოლის მოსწავლეებმა ნახეს  საინტერესო ფილმი ,,სიყვარულის შესახებ’’. მათ  კიდევ ერთხელ დაასაბუთეს, რომ აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება აღნიშნულ საკითხთან   დაკავშირებით, რაც ნამდვილად უწყობს ხელს  შსმ პირთა ინტეგრაციას, მათ სოციუმში დამკვიდრებას.


13/03/2013

აქცია   ,,ვიცხოვროთ ერთად’’ (ბუკლეტების დარიგება)


საინიციატივო ჯგუფმა გელათის,  ორპირისა და კურსების სკოლაში მოაწყო აქცია, რომელზეც დაარიგეს მათ მიერ  შექმნილი და დაბეჭდილი ფერადი ტრიპლეტები




აქციამ ძალიან კარგად ჩაიარა.

13/03/2013

საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა, პროექტის ანგარიში/შეჯამება

სკოლაში ჩატარდა პროექტის ,,პირველი ნაბიჯი’’ დახურვა. მოწვეული იყვნენ მეზობელი სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები
პ                                პროექტის პრეზენტაციის შემდეგ სტუმრებმა ნახეს ინტერნეტით მოძიებული მინი ფილმები. პროექტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ეს არ იქნება მხოლოდ პირველი ნაბიჯის გადადგმა შშმ პირთა დასახმარებლად.